შენი კარიერა LPP-ში

შენი უნიკალურობა - ჩვენი კომპანიის უნიკალურობაა. შემოუერთდი LPP საქართველოს გუნდს!

ჩვენ ვართ LPP — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ემოციები და აისრულოს ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.

მოდის მეშვეობით ჩვენ არამარტო ვცდილობთ ადამიანების ოცნებების ახდენას, არამედ გვინდა მივაღწიოთ ახალ მწვერვალებს მდგრადობის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით, დაწყებული ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტით — ადამიანით.

მუდმივი და სწრაფი გლობალური გაფართოების წყალობით, ჩვენ ვთავაზობთ 30,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს 40-ზე მეტ ქვეყანაში, 2800-ზე მეტი მაღაზიისა და ოფისის მეშვეობით ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში

ჩვენი, მოდისადმი ინტერესი და გატაცება გვამოძრავებს ყოველდღიურად, ხოლო სამყაროსადმი ღიაობა გვაძლევს შესაძლებლობას მუდმივად აღმოვაჩინოთ და შევქმნათ ახალი ტენდენციები და სტილი, ის რაც განსაზღვრავს მოდის ინდუსტრიის მომავალს.

მაგრამ ამისათვის გვჭირდება ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ამ ღირებულებებს. თუ გსურს განვითარდე მოდის ინდუსტრიაში და შექმნა ქსელი გამორჩეულ ადამიანებთან — გელოდებით!

გიყიდვების ასისტენტი​

გაყიდვების ასისტენტი უზრუნველყოფს მომხმარებელთა მომსახურებას, ეხმარება პროდუქციის შერჩევაში და ასრულებს სალაროსა და სავაჭრო დარბაზის ოპერაციულ სამუშაოებს.

შეავსე განაცხადი
გაეცანი

ცვლის უფროსი​

ცვლის უფროსი უზრუნველყოფს მაღაზიის შეუფერხებელ მუშაობას, კოორდინაციას უწევს გუნდს და აკონტროლებს მომსახურებისა და მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესრულებას. ის ასევე ზრუნავს სალაროს ოპერაციებზე და მომხმარებელთა მოთხოვნებზე დროულ რეაგირებაზე.

შეავსე განაცხადი
გაეცანი

მაღაზიის მენეჯერი ​

მაღაზიის მენეჯერი პასუხისმგებელია გუნდის მართვაზე, მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზებასა და გაყიდვების ზრდაზე. ის უზრუნველყოფს სტანდარტების დაცვას, მარაგების კონტროლს და ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას.

შეავსე განაცხადი
გაეცანი

დამატებითი სარგებელ

ჩვენი ღირებულებები

ჩვენ ვმუშაობთ მუდმივი ცვლილებების გარემოში, თუმცა უცვლელი რჩება ჩვენი ძირითადი ღირებულებები — პრინციპები, რომელთა ერთგულიც წლების განმავლობაში ვართ. ისინი გვეხმარება, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც ჩვენს ბიზნესში ნამდვილად მნიშვნელოვანია, და გვაძლევს იმ იმპულსს, რომელიც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა.

ჩვენი კულტურის გულში დგას FAST — ჩვენი მთავარი ღირებულება და დანარჩენი ოთხის საფუძველი. იგი სრულად ასახავს LPP-ის სულისკვეთებას: ზრდისკენ მიმართულ შიდა მამოძრავებელ ძალას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად განვვითარდეთ და წინ ვიაროთ.

FAST

გონივრული სისწრაფე ღირებულებაა თითოეულ პროცესსა და ქმედებაში, რაც ზრდის ბიზნესს. ჩვენ ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს და არ გვეშინია მათი შეცვლის, როცა ეს საჭიროა.

Fire-Fuelled

FIRE-FUELLED

გულანთებული

ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე. ჩვენ ვფიქრობთ და ვმოქმედებთ როგორც მეწარმეები – შთაგონებულნი ენთუზიაზმით ჩვენი საქმიანობისადმი.პირადი და კომპანიის წარმატებისკენ სწრაფვა გვამოძრავებს ყოველდღიურად შრომისა და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებისთვის

Ambition-Driven

AMBITION-DRIVEN

ამბიციებით მამოძრავებელი

ჩვენ საკმაოდ მამაცები ვართ, რომ გვინდოდეს მეტი. ჩვენ ვისახავთ ამბიციურ მიზნებს და მათი მიღწევისას, კიდევ უფრო მაღლა ვწევთ სტანდარტებს.

 

Success-Focused

SUCCESS-FOCUSED

წარმატებაზე ორიენტირებული

მთავარია შედეგი. ჩვენ ვართ ეფექტურები და ღია ახალი ინიციატივებისთვის. ჩვენ ორიენტირებულები ვართ შედეგის მიღწევაზე და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაზე. ძალისხმევისა და პასუხისმგებლობის გრძნობა გვაძლევს საშუალებას, გავუმკლავდეთ ნებისმიერ ამოცანას.

 

Trust-Based

TRUST-BASED

ნდობაზე დაფუძნებული

ნდობა გვამოძრავებს. ჩვენ ვთავაზობთ მოქმედების თავისუფლებას. თითოეული ჩვენგანი თავად აგებს პასუხს თავის მოქმედებებზე და იმაზე, როგორ ასრულებს მათ. ჩვენ პატივს ვცემთ და ვეყრდნობით ერთმანეთს. ჩვენ ვაფასებთ გამოცდილებას და არა თანამდებობას.

Sinsay map